воскресенье, 15 января 2017 г.

 მოკლე ისტორიული ეკსურსი 
   1944 წელს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოდან გადასახლებულ იქნენ  მესხები, სხვა მცირე არაქართველი ტომებთან ერთად, რომლებსაც აერთიანებდათ მხოლოდ საერთო რელიგია - ისლამი, ამის გამო ისინი იმპერიული პოლიტიკით 1897 წლიდან მოყოლებული თანდათანობით, ჯერ  თურქ-ოსმალოებად შემდგომ კი უკვე საკავშირო აღწერებში ჯერ თურქებად (1926) შემდგომ კი აზერბაიჯანელებად (1937-39) ჩაწერეს, 
ბოლოს, მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა მამაკაცთა უმეტესობა ფრონტის ხაზზე იყო ეს ძირძველ დიაოხთა მემკვიდრე ქართველობა "თურქის" იარლიყით ყაზახეთის და შუა აზიის სტეპებში გადაასახლეს. 
   ჩვენ ამოცანას სწორედ ეს წარმოადგენს, რომ ჩვენი დეპორტირებული მესხების დაახლოება მოხდეს აქაურ ქართველობასთან - საკუთარ დებთან და ძმებთან. 

სამსონ ფირცხალავა -  ,,სამაჰმადიანო საქართველო ანუ ძველი მესხეთი” 
წერდა “...ვერავინ იტყვის, რომ ჩვენს სამაჰმადიანო საქართველოში ამაზე უარესი იყო საქმის ვითარება. ჩვენ თავისუფლად შეგვეძლო ჩვენს ძმებთან მისვლა და თუმცა ბევრგან მთლად ან თითქმის გაჰქრა ქართული ენა და წაიშალა ქართული ეროვნული იერი, მაგრამ არსად არ ჩამქრალა სრულიად ცეცხლი ქართული ეროვნებისა, ყველას ახსოვს, რომ ქართველი იყო, თუ არ არის დღეს; რომ ქრისტიანი ქართველის ძმაა, თუმცა რჯული სხვა აქვს ...’’

ისე როგორც გვიანდერძა ილია ჭავჭავაძემ: ,,...ეგრეთ, მთავრობამ მუხთლობამ, ღალატმა, შავ მოსილმა საქართველოს ბედმა განგვაშორა ჩვენ ძმები - ერთად ღვაწლის დამდებნი, ერთად მომლხენი... ...სარწმუნოების სხვა-და-სხვაობა ჩვენ არგვაშინებს ქართველმა თავისი სარწმუნოებისთვის ჯვარცმულმა იცის პატივი სხვისი სარწმუნოებისთვისაც. ამიტომაც ჩვენს ისტორიაში არ არის მაგალითი, რომ ქართველს სურვებიყოს ოდესმესხვისა სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა. არ გვაშინებს მეთქი ჩვენ ის გარემოება, რომ ჩვენ ძმებს ოსმალოს საქართველოში მცხოვრებთა, დღეს მაჰმადიანის სარწმუნოება უჭირავთ, ოღონდ მოვიდეს კვლავ ის ბედნიერი დღე, რომ ჩვენ ერთმანეთს კიდევ შევუერთდეთ, ერთმანეთი ვიძმოთ, ქართველი...” 

ივანე გვარამაძე - ქართველ კათოლიკეთა დიდებული წარმომადგენელი ჯერ კიდევ წინა საუკუნის დასაწყისში წერდა ’’...ამ აქტით მთავრობამ უკუღმართობა ჩაიდინა. ამოდენა ქართველობას სახელი შეუცვალა და თათრად მონათლა. განა ხერთვისელ გეგიძეს ან ჯაყისმანელ ნემსაძეს და გიორგაძეს თათარი ეთქმის? კაცმა რომ რჯული გამოიცვალოს, განა ხალხოსნობას და ეროვნებას დაკარგავს? რადგან რჯული და რწმენა სინდისის საქმეა, ეროვნება კი სისხლის, მოდგმის, ჩამომავლობის...’’

 დავამატებდი რომ სამწუხაროდ დავკარგედ მისი ანდერძის გაგების უნარი. 
 ამასვე შეგვთხოვდა დეპორტირებულთა ერთერთი ლიდერი ხალილ გოზალიშვილი: ,,...ვიცით დღეს საქართველოს მრავალი პრობლემა აქვს, საქართველოს ახლა ძალიან უჭირს, მაგრამ ვის აქვს უფლება ერთმანეთს დაუპირისპიროს და გათიშოს ქართველი მაჰმადიანები და ქართველი ქრისტანები? ჩვენ ხომ მიწის პირიდან სრულიად აღვიგვებით თუკი დროულად არ დაგვეხმარებიან, ხოლო ჩვენი შეერთებით გვჯერა, საქართველოს ძლიერება კიდევ უფრო მეტად გამტკიცდება. უარს ნუ იტყვი ჩვენზე, დედასამშობლოვ! შეიფარე, საქართველოვ, შენი გაწამებული შვილი, შენი ტანჯული თანამოძმე, ქართველი მუსლიმანი!..” 

მშვენივრად ამბოდა ხალილი მაგრამ ჩვენ ზოგიერთებს ჯგუფის გარეთ უკვირთ, რატომ მაინცდამაინც მესხეთში სურთ დაბრუნება... არა და დავფიქრდეთ და ვთქვათ სადაც დაიბადა წინაპარი და იქ არის შენი მამული-სამშობლო უკიდეგანო... განა შეიძლება მოითხოვო სხვაგან თუ შეგიძლია, თუ ხარ თავისუფალი მოქალაქე. მაგრამ ამაზე თქმა ეგრევე ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს ამიტომ ჩვენ მთავარ მიზანს ვიტყვი...
 საქმის გამოკვლევა, შესწავლა და გაანალიზება უკეთესი გაგებისთვის.
 მადლობა ყველას... ვიყუროდ წინ და შევძლოთ მეტი...